საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სასერტიფიკატო ლექციათა ციკლი: დიალოგი  საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ

ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტების  ორგანიზებით იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისათვის ცხადდება უფასო სასერტიფიკატო ლექციათა ციკლი: დიალოგი  საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ.

 

ლექციებს გაუძღვებიან პროექტის საერთაშორისო ექსპერტები.

 

გთხოვთ, იხილოთ განრიგი:

 

14 ივნისი - ტიბორ დრაშკოვიჩი - საჯარო მმართველობის რეფორმა როგორც ყველა რეფორმის „მშობელი“

15 ივნისი - მარკ ვან დენ მუიზენბერგი - მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების რთული სამყარო: პრაქტიკა და თეორია

16 ივნისი - ბლანკა ლაზარო - საჯარო სამსახურის რეფორმის ასპექტები და გამოწვევები

17 ივნისი - ჰენდრიკუს ვან ბოქსმეერი - ალგორითმული გადაწყვეტილების მიღების სისტემების კეთილსინდისიერება, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საჯარო სექტორში

შეხვედრები გაიმართება 19:00 საათზე ონლაინ, ზუმის პლატფორმის მეშვეობით. სრული კურსის გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.

მონაწილეობის მსურველმა, გთხოვთ, გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:

 

თარიღი: 09/06/2021